ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ფაზას აანონსებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ფაზას აანონსებს.
„ჩვენ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის მიზნით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან ვიმუშავეთ, რათა ახალი და გაუმჯობესებული ზომები შეგვემუშავებინა“, – განაცხადა ს თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
დანიელ ჰაგარიმ დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ისრაელიდან ჩრდილოეთ ღაზაში ახალ სახმელეთო გადასასვლელს აშენებს, რომელიც დღეში სულ მცირე 50 სატვირთო მანქანას მოემსახურება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ეტაპობრივად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოების დღიური რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე