ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზიდან „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის გეგმა ჩავშალეთ

„ჰამასი“ ს მიმართულებით დღეს დილით რაკეტების გაშვებას გეგმავდა და მისი გეგმები ჩავშალეთ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.
„ისრაელმა შეაჩერა დაუყოვნებელი საფრთხე, ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნის მზადების და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ განზრახვის იდენტიფიცირების შემდეგ“, – აღნიშნულია თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, დღეს დილით ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში რამდენიმე სარაკეტო გამშვებ ადგილს და გვირაბებს დაარტყეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მოახერხა მხოლოდ ოთხი რაკეტის გაშვება სუფას რაიონში, რომელთაგან სამი მოიგერიეს, ხოლო მეოთხე ღია ტერიტორიაზე დაეშვა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში „ჰამასის“ ობიექტებს დაარტყა, რომლებიც, ისრაელის მტკიცებით, საფრთხეს უქმნიდა მათ ძალებს, რომლებიც ნეტზარიმის დერეფნის ტერიტორიაზე მოქმედებენ.
თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰამასი“, სავარაუდოდ, შეეცდება განახორციელოს სარაკეტო და სხვა სახის თავდასხმები 7 ოქტომბრის წლისთავზე და რომ ისრაელი აძლიერებს ძალებს ღაზასა და საზღვარზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში