ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი და სამხედრო ობიექტები გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრსა და სარაკეტო გამშვებებს დაარტყეს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებს ს სამხრეთ ნაწილზე გუშინ დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათში დაარტყეს.
„ეს ადგილები მოიცავდა ბინას, რომელიც გამოიყენებოდა სამეთაურო ცენტრად სარაკეტო სროლის განსახორციელებლად და კიდევ ერთ ბინას, საიდანაც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ჯარებს“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ამასთან, ისრაელელი სამხედროები აგრძელებენ ფართომასშტაბიან ოპერაციას ღაზის სექტორის ქალაქ ზეიტუნის ტერიტორიაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ზეიტუნში მოქმედმა ჯარებმა აღმოაჩინეს იარაღის საცავი, იარაღის მწარმოებელი ქარხანა, რაკეტების გამშვებები და დაუზუსტებელი სისტემები, რომლებსაც „ჰამასი“ ღაზაში ისრაელის ძალების წინააღმდეგ იყენებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, ოპერაციის დროს მათმა ჯარებმა აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც „ჰამასის“ რამდენიმე შეიარაღებული წევრი იმალებოდა.
„ჩვენმა ჯარებმა გაანადგურეს გვირაბი დ ტერორისტები“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
მათივე ინფორმაციით, ღაზის ცენტრალურ ნაწილში ნაჰალის ბრიგადამ „ჰამასის“ კიდევ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განახორციელა, დაარბია ადგილები, რომელსაც დაჯგუფება იყენებს და იარაღი აღმოაჩინა.
„სამხედრო საინჟინრო ძალებმა ათობით შენობა გაანადგურეს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
მათივე ინფორმაციით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი დაატყვევეს, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საფარქვეშ ცდილობდნენ. ისრაელელმა სამხედროებმა ხან იუნისში „ჰამასის“ რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაციაც განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”