ისრაელის თავდაცვის ძალები რაფასა და ეგვიპტეს შორის გამშვებ პუნქტს აკონტროლებენ

ისრაელის თავდაცვის ძალები რაფასა და ეგვიპტეს შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს აკონტროლებენ. ქალაქი რაფა ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და ეგვიპტეს ესაზღვრება.
ს თავდაცვის ძალების ცნობით ჰამასი ეგვიპტესთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდა. როგორც ცნობილია, ისრაელის არმიამ გამშვები პუნქტი 7 მაისის დილას მცირე მასშტაბის ოპერაციით დაიკავა და იქ მასშტაბური შეტაკებები არ ყოფილა.
Israeli military vehicles drive along the Egypt-Gaza border with obnoxiously large flags. pic.twitter.com/5VArNIp7o1— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) May 7, 2024
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო სამხედრო ოპერაცია რაფაში 7 მაისს დაიწყეს. 6 მაისს ისრაელმა რაფაში გაავრცელა მოწოდება, რომ საჭირო იყო მოსახლეობის ევაკუაცია რაფას გარკვეული ტერიტორიიდან, რადგან აქ ისრაელის თავდაცვის ძალები სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს. აღნიშნულ ოპერაციას ისრაელი დაახლოებით ორი თვეა აანონსებს.
როგორც ცნობილია, რაფაში იმყოფება მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი ღაზიდან. ისრაელის ინფორმაციით, ჰამასის დარჩენილი ძირითადი დანაყოფები სწორედ რაფაში იმყოფებიან, რის გამოც იქ ოპერაცია აუცილებელია.