ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიკვიდირებულია „ჰამასის“ 45-ზე მეტი მებრძოლი, ამოღებულია იარაღი და სეიფები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში „ჰამასის“ ათობით წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში, ს ჯარებმა „ჰამასის“ რამდენიმე პოზიციას დაარტყეს, შეიარაღებული პირები გაანადგურეს და დაჯგუფების კუთვნილი იარაღი ამოიღეს. ასევე, ხან იუნისში ისრაელელმა ჯარისკაცებმა ტანკებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად „ჰამასის“ 20-მდე მებრძოლი გაანადგურეს. ქალაქში საჰაერო თავდასხმების სერიის შედეგად კი „ჰამასის“ კიდევ 15 მებრძოლი დაიღუპა და იარაღის საწყობი განადგურდა.
ამასთან, „კომანდოს ბრიგადა“ და სხვა სპეცრაზმი ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში ჩხრეკას განაგრძობენ, სადაც იარაღი აღმოაჩინეს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ჩხრეკა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოიპოვეს ინფორმაცია, რომ იქ მანამდე მძევლები ჰყავდათ დაკავებული. სამედიცინო ცენტრში, ამ დრომდე, 100-ზე მეტი ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს და იარაღი ამოიღეს.
ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ახლომდებარე შენობაში „ჰამასის“ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს და სეიფები და იარაღი ამოიღეს.
ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ სულ მცირე 10 მებრძოლი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა