ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიბანში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჰეზბოლას 60-მდე მებრძოლი დაიღუპა და 200 სამიზნე განადგურდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში ლიბანში, სახმელეთო ოპერაციების ფონზე, „ჰეზბოლას“ 60-მდე მებრძოლი დაიღუპა და საჰაერო დარტყმების შედეგად დაჯგუფების 200-ზე მეტი სამიზნე განადგურდა.
ს თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 200-მდე სამიზნე, რომლებსაც მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში დაარტყეს, მოიცავდა შენობებს, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფი იყენებდა, ასევე იარაღის საწყობებს, სადამკვირვებლო პუნქტებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.