ს თავდაცვის ძალები: ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა

ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღი „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს ისრაელისთვის და ფართო მსოფლიოსთვის.

„ისრაელის სახელმწიფოს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეასრულოს ვალდებულება, იმოქმედოს თავისი მოქალაქეების დასაცავად“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ დარტყმები ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ნაწილი იყო და დასძინა, რომ ირანი ისრაელის გადარჩენისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნე იმ საფრთხის შემცირებაა, რომელიც ირანის მხრიდან ირანის გადარჩენას ემუქრება. ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება გავრცელების აღმოსაფხვრელად. ბოლო თვეებში ირანმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც აქამდე არასდროს გადაუდგამს, ნაბიჯები გამდიდრებული ურანით იარაღის შესაქმნელად. თუ არ შეჩერდება, ირანს შეუძლია ძალიან მოკლე დროში შექმნას ბირთვული იარაღი. ეს შეიძლება ერთ წელიწადში მოხდეს. ეს შეიძლება რამდენიმე თვეში მოხდეს, ერთ წელზე ნაკლებ დროში. ეს აშკარა და რეალური საფრთხეა ისრაელის გადარჩენისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ქვეყანა შურისძიებას ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“