ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელის ჯარები გააგრძელებენ ოპერაციას ჯენინში, სანამ მიზნებს არ მივაღწევთ

ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინიდან ძალები გაიყვანეს და აცხადებს, რომ ჯარები გააგრძელებენ ოპერაციას მანამ, სანამ მის მიზნებს არ მიაღწევენ.
ს არმიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, ბოლო 10 დღის განმავლობაში მათ 14 პალესტინელი შეიარაღებული პირის, მათ შორის ქალაქში „ჰამასის“ მეთაურის, ლიკვიდაცია განახორციელეს და 30-ზე მეტი ძებნილი პალესტინელი დააკავეს.
ცნობისთვის, პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალები დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინიდან გავიდნენ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის 10-დღიანი რეიდის განმავლობაში, 21 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს!