ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელის სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ორი პალესტინელი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ორი პალესტინელი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ამი შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ქალაქ ჯენინთან ახლოს მდებარე სალემის საგუშაგოზე ისრაელელი სამხედროების წინააღმდეგ ცეცხლი ავტომობილიდან გახსნეს.
ისრაელელი სამხედროების საპასუხო ცეცხლის შედეგად, ორივე თავდამსხმელი გარდაიცვალა.
ინციდენტის შედეგად ისრაელელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან.

ასევე დაგაინტერესებთ