ისრაელის თავდაცვის ძალები – ვაგრძელებთ დარტყმებს ღაზაში, რადგან „ჰამასი“ არ ასრულებს ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებს, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„დღეს დილის მდგომარეობით, „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ისრაელს არ მიაწოდა გასათავისუფლებელი მძევლების სია. პრემიერ-მინისტრის მითითების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა მანამ, სანამ „ჰამასი“ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს დარტყმებს ღაზაში მანამ, სანამ „ჰამასი“ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჰაგარიმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება და შეთანხმების პირობების მიხედვით, „ჰამასს“ მძევლების სია ისრაელისთვის გათავისუფლებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე გაეგზავნა.
დაჯგუფება „ჰამასის“ მტკიცებით, დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება.