ისრაელის თავდაცვის ძალები – დროებითი ნავსადგომის გავლით ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უახლოეს დღეებში განახლდება

დროებითი ნავსადგომის გავლით ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უახლოეს დღეებში განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ისრაელის სამხედროებმა ღაზაში დროებითი ნავსადგომის სანაპირო ზონის დაცვა დაიწყეს. უახლოეს დღეებში ნავსადგომის აღდგენა ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას შესაძლებელს გახდის“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დროებითი ნავსადგომის სტრუქტურის შეკეთება დასრულდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ზღვაზე შტორმის შედეგად მისი ნაწილი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ