ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა.
ს თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის ქალაქ დარაჯის რაიონში მდებარე ალ-ტაბაინის სკოლაში, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებდა, „ჰამასის“ მებრძოლები იმალებოდნენ და ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ.
ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ