ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 200-ზე მეტი შეიარაღებული პირია ლიკვიდირებული

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 200-ზე მეტი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ შეიარაღებული წევრები გასული დღის განმავლობაში ჰამასის შეიარაღებული პირები გამოვიდნენ შიფას სასწრაფო დახმარების ოთახიდან, რომელსაც ისინი თავს აფარებდნენ და ისრაელელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.
ს არმიის ინფორმაციით, ღაზას სექტორში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, გასული დღის განმავლობაში „ჰამასის“ კიდევ ათობით მებრძოლი დაიღუპა.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილში მოქმედმა ჯარებმა იარაღის საწყობები აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ამასთან, რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილშიც განხორციელდა.