ალ-შიფას საავადმყოფოში იარაღის საწყობები და ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოვაჩინეთ, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია გრძელდება და მისი დაწყებიდან დღემდე 140 ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად, „ჰამასის“ 20-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ორშაბათს დაიწყო.