ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბან-სირიის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი გაანადგურეს და „ჰეზბოლას“ კომუნიკაციების მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც „ჰეზბოლა“ ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გვირაბს „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან და მისი მარიონეტებიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება.
სამხედროების თქმით, დარტყმამ გაანადგურა გვირაბი, სადაც იარაღის ტრანსპორტირება და შენახვა ხდებოდა, ასევე მის სიახლოვეს მდებარე შენობები, იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურა.
ამასთან, ს თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანის დედაქალაქ ბეირუთზე გუშინ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ კომუნიკაციების მეთაური, მუჰამედ რაშიდ სკაფის ლიკვიდაცია განახორციელეს. ისრაელისა არმიაში აცხადებენ, რომ ის „ჰეზბოლაში“ 2000 წლიდან იმყოფებოდა და დაჯგუფების მაღალ ლიდერებთან დაახლოებული პირი იყო. „ჰეზბოლას“ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა – დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება