ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების ომის პერიოდის შტაბის უფროსის, ალი შადმანის ლიკვიდაცია განახორციელეს.
„მეორედ ხუთი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ომის პერიოდში მოქმედი შტაბის უფროსი, რეჟიმის უმაღლესი სამხედრო მეთაური გაანადგურა. ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, თეირანის ცენტრში, ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად, მოკლულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი და ხამენეის უახლოესი სამხედრო მრჩეველი, ალი შადმანი“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, ალი შადმანიმ ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მან გენერალ-მაიორი გოლამ ალი რაშიდი ჩაანაცვლა, რომელიც პარასკევს ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშის დროს დაიღუპა.
