ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის სარაკეტო გამშვების მესამედი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოთხდღიანი ოპერაციის ფარგლებში, ირანის კუთვნილი 120-ზე მეტი სარაკეტო გამშვები გაანადგურეს, რაც, მათი მტკიცებით, ირანელების რაკეტების საერთო რაოდენობის მესამედია, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა კვირა საღამოს 20-ზე მეტი მიწა-მიწა კლასის რაკეტა მანამდე გაანადგურა, სანამ მათ ისრაელის ტერიტორიისკენ გაუშვებდნენ.
დეფრინის თქმით, საჰაერო ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ისპაჰანში, დაახლოებით 100 სამხედრო სამიზნეზე დარტყმისთვის 50-მდე გამანადგურებელი და თვითმფრინავი გამოიყენეს.
„ამ იერიშების დროს დარტყმები ერთდროულად 20-ზე მეტ რაკეტაზე, ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისკენ მათ გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, განხორციელდა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”