ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები რაფას სიღრმეში შევიდა

სამშაბათს, ს ტანკები, რაფაში უფრო ღრმად შევიდა და სამხრეთ სასაზღვრო ქალაქის ზოგიერთ დასახლებულ უბანს მიაღწია. სწორედ ეს დასახლებული პუნქტებია თავშესაფარი იმ მილიონზე მეტი ადამიანის, რომლებიც შვიდთვიანი ომის შედეგად დევნილად იქცნენ.
საერთაშორისო მოკავშირეებმა და ჰუმანიტარულმა ჯგუფებმა ისრაელს არაერთხელ მოუწოდეს, რომ ლტოლვილებით სავსე რაფაში სახმელეთო შეჭრა ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ხუთშაბათს და პარასკევს მოსმენებს გამართავს, რათა განიხილოს სამხრეთ აფრიკის მოთხოვნა, რომელიც რაფაში შეჭრასთან დაკავშირებით, გადაუდებელი ზომების მიღებას ითხოვს. სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული ყატარი კი აცხადებს, რომ ამგვარად განვითარებული მოვლენები, ართულებს ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევას.
ისრაელმა პირობა დადო, რომ საერთაშორისო მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშეც, რაფაში მოქმედებას გააგრძელებს და აცხადებს, რომ ოპერაცია აუცილებელია იქ დარჩენილი „ჰამასის“ ოთხი ბატალიონის გასანადგურებლად.
„ჰამასის“ განცხადებით, მან გაანადგურა ისრაელის ავიამზიდი ალ-სალამის რაიონში. შედეგად კი ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ, ან დაშავდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები, ამ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
თავისი მოქმედებების შეჯამებისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ გაანადგურა „რამდენიმე შეიარაღებული ტერორისტული“ ჯგუფი. ასევე, მებრძოლები და გამშვები პუნქტი, საიდანაც რაკეტებს უშვებდნენ.
7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან “ჰამასის” მიერ ისრაელზე თავდასხმის პასუხად დაწყებულ ისრაელის ოპერაციას, სექტორში მსხვერპლი, ნგრევა და ლტოლვილთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს 33 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა.
ისრაელში “ჰამასის” თავდასხმის გამო, 1 200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 240 მძევლად იქნა აყვანილი. მათი ნაწილი ნოემბერში გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ვარაუდობენ, რომ 100-ზე მეტი მძევალი კვლავ “ჰამასის” ტყვეობაში რჩება, ორგანიზაციის, რომელიც შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი.