საჰაერო იერიშის შედეგად, ღაზაში, „ჰამასის“ მთავრობის მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა როჰი მუშტაჰასთან ერთად „ჰამასის“ კიდევ ორი ოფიციალური პირის, სამე ალ-სირაჯისა და სამი ოდეჰის ლიკვიდაცია დაადასტურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელმა სარაკეტო დარტყმა სამი თვის წინ განახორციელა.