ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი – ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება

ყველას მივწვდებით, ვინც ს სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.
„ჩვენს არსენალში არსებული ინსტრუმენტები ამით არ მთავრდება. გზავნილი მარტივია: ყველას, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ“, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბის დაბომბვის შედეგად დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს