ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი – რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ – ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო

რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ს სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ვიცით, რომ ჩვენთვის უფრო რთულია ბრძოლა გარემოში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანია და „ჰამასის“ კიდევ 10 000 მებრძოლი…
ომის წინა ნაწილებში ჩვენ მოსახლეობის იზოლაციას ვცდილობდით. ამის შესაძლებლობები გაგვაჩნია. ეს გავაკეთეთ ქალაქ ღაზაში. ეს გავაკეთეთ ჰან იუნისში. ეს გავაკეთეთ ცენტრალურ ბანაკებში…
იმას ვამბობ, რომ რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ. სწორი არაა მოქალაქეებისთვის, მცხოვრებლებისთვის, ოჯახებისთვის, ბრძოლის არეალში ყოფნა. როდის მოხდება ეს? როგორ მოხდება ეს? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო”, – განაცხადა ჰალევიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა