ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სარაკეტო დარტყმის დროს ღაზაში მდებარე სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სარაკეტო დარტყმის დროს ღაზაში მდებარე სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა.
ს თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
„წინასწარი გამოკვლევის თანახმად, ღაზაში მდებარე სამთავრობო მედია ოფისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც მოქმედებს როგორც „ჰამასის“ მედია ფრთა, გაზვიადებულია და ისრაელის თავდაცვის ძალების ხელთ არსებულ ინფორმაციას არ ემთხვევა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა. ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ