ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
„სამხრეთ ლიბანში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, „ჰეზბოლას“ მებრძოლები თავდასხმებისთვის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად იყენებენ”, – აცხადებს ს თავდაცვის ძალების სპიკერი, ავიჩაი ადრეი.
ამასთან, „ჰეზბოლას“ ცნობით, დაჯგუფებამ მეტულაში, ისრაელის ჯარისკაცების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მცირე მასშტაბის სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.