ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვანი და შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალები იუწყება.
„პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზუსტი დაზვერვის საფუძველზე“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მათი განმარტებით, აღნიშნული სამიზნეები განლაგებულია საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში და უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელელ თემებს ჩრდილოეთ ისრაელში.
„ისრაელის საჰაერო ძალები და თავდაცვის ძალების არტილერია მხარს უჭერენ სახმელეთო ძალებს ამ ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე ზუსტი დარტყმებით“, – აცხადებენ თავდაცვის ძალებში.
მათი განმარტებით, აღნიშნული ოპერაციები დამტკიცდა და განხორციელდა პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილების შესაბამისად.
„ოპერაცია „ჩრდილოეთის ისრები“ გაგრძელდება სიტუაციური შეფასების მიხედვით და ღაზასა და სხვა ასპარეზზე ბრძოლის პარალელურად. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს ოპერაციას ომის მიზნების მისაღწევად და აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ისრაელის მოქალაქეების დასაცავად და ჩრდილოეთ ისრაელის მოქალაქეების სახლებში დასაბრუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელ ოქტომბერს კი არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ