ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დამასკოში სირიის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინას დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დამასკოში სირიის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინას დაარტყეს.
ს თავდაცვის ძალები სამხრეთ სირიაში დრუზების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებისა და მოქმედებების მონიტორინგს აგრძელებს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „სხვადასხვა სცენარისთვის მზად არის“.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სირიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმებს გააგრძელებდნენ, თუ ისინი დრუზებით დასახლებული ქალაქ სუვეიდადან არ გავიდოდნენ.
შეგახსენებთ, ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ სუვეიდაში შევიდნენ. ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. უმცირესობათა ბევრი თემი – მათ შორის დრუზები – ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან. სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალები სირიის სამთავრობო ძალებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.