ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელი-ჰამასის ომის შემდგომი ეტაპების გეგმები გამოაქვეყნა.
გალანტის განმარტებით, მესამე ფაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ჩრდილოეთ ღაზაში ახალ საბრძოლო მიდგომას მიიღებენ, რომელიც მოიცავს შეტევებს, ტერორისტული გვირაბების განადგურებას, საჰაერო და სახმელეთო მოქმედებებსა და სპეცოპერაციებს.
ამასთან, გეგმის თანახმად, ღაზას სამხრეთ ნაწილში, ისრაელის სამხედროები გააგრძელებენ „ჰამასის“ ლიდერების დევნას სანამ საჭირო იქნება. სამხრეთში განლაგებული ისრაელის ძალები ასევე ფოკუსირდებიან მძევლების დაბრუნების შესაძლებლობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ტყვეობაში იმყოფებიან.
სამგვერდიან დოკუმენტში გალანტი ასევე საუბრობს ომის მეოთხე და სავარაუდო ფინალური ეტაპის დეტალების შესახებ.
გალანტის მიერ გამოცხადებული ომისშემდგომი ეტაპი ითვალისწინებს ღაზის სექტორს, რომელსაც აღარ აკონტროლებს „ჰამასი“ და რომელიც აღარ უქმნის საფრთხეს ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას.
გალანტის განმარტებით, როგორც კი ომის მიზნები მიიღწევა, ღაზის სექტორში „ისრაელის სამოქალაქო ყოფნა აღარ იქნება“, თუმცა, ისრაელი შეინარჩუნებს ოპერაციულ თავისუფლებას ღაზის სექტორში და გააგრძელებს ტერიტორიაზე შესული საქონლის ინსპექტირების განხორციელებას.
თავდაცვის მინისტრმა ასევე წარმოადგინა მრავალეროვნული სპეციალური ჯგუფის კონცეფცია, „რომელსაც უხელმძღვანელებს შეერთებული შტატები ევროპელ და რეგიონულ პარტნიორებთან პარტნიორობით“ და რომლის მოვალეობაც ღაზის სექტორის რეაბილიტაცია იქნება.
მინისტრი ანკლავის მომავალი მმართველობის შესახებ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ტერიტორიის მაკონტროლებელი სუბიექტი ღაზაში უკვე მყოფი „არამტრული“ ელემენტების შესაძლებლობებს დაეყრდნობა.
ipn.ge