ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებები უფრო ძლიერი იქნება

ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებები უფრო ძლიერი იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ახლა თქვენ რამდენიმე დღე გაქვთ, ჩვენ დავუბრუნდებით ბრძოლას და გამოვიყენებთ იმავე რაოდენობის და უფრო მეტ ძალას.
გახსოვდეთ, რომ სანამ თქვენ ისვენებთ და ემზადებით, მტერიც იმავეს აკეთებს”, – განუცხადა სამხედროებს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ღაზაში ზავი ორი დღით გახანგრძლივდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას