ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ისრაელის თავდაცვის ძალები მალე მიწვდებიან “ჰამასის” წევრებს

ისრაელის თავდაცვის ძალები მალე მიწვდებიან “ჰამასის” წევრებს, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან.
ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სახმელეთო ოპერაციის მეორე ნაწილში ვიმყოფებით, ასევე [ღაზას] სექტორის აღმოსავლეთ ნაწილში ვმოქმედებთ. “ჰამასმა” ძლიერი დარტყმა მიიღო, ის მიწისქვეშა გვირაბებს, ბუნკერებს, საგუშაგოებს კარგავს… “ჰამასისთვის” მნიშვნელოვან ყველა ადგილს ვწვდებით და ვარტყამთ,” – განაცხადა გალანტმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, “ჰამასის” წევრები, რომლებიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან, სადაც ისრაელს სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუანონსებია, “ამას მალე იგრძნობენ.”
გალანტმა აღნიშნა, რომ იგი “ჰამასის” მძევლების ოჯახებს შეხვდა და მათი სახლში დაბრუნება უმაღლესი პრიორიტეტია. “
„ვფიქრობ, რომ “ჰამასი “[მძევლების] ოჯახებისა და ისრაელის საზოგადოების ემოციებით თამაშობს,” – განაცხადა გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში