ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება

ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.
გალანტმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ისრაელ-„ჰამასის“ ომის შეჩერება ლიბანში მდებარე ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ბრძოლებზე არ გავრცელდება.
„თუ „ჰეზბოლას“ ჰგონია, რომ როდესაც სამხრეთში ცეცხლის შეწყვეტა იქნება ის ცეცხლს შეწყვეტს და ჩვენც შევჩერდებით, ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ…
გარკვევით ვამბობ: სანამ არ მივაღწევთ ისეთ სიტუაციას, როდესაც [ისრაელის] ჩრდილოეთში მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების აღდგენა იქნება შესაძლებელი, მანამდე არ გავჩერდებით. როდესაც ამას მივაღწევთ [დიპლომატიური] შეთანხმებით ან სამხედრო საშუალებებით, მაშინ შევძლებთ დამშვიდებას”, – განაცხადა გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია