ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზაში ომის ახალ ფაზაზე საუბრობს

ხუთშაბათს, ს თავდაცვის მინისტრმა იავ გალანტმა ღაზაში ისრაელის ომის ახალ ეტაპზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა წარადგინა თავისი ხედვა სამომავლო, სავარაუდო, შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობს ღაზის სექტორის პასლეტინელების მიერ მართვას, თუმცა ისრაელის მიერ უსაფრთხოების კონტროლის გარანტიით.
გალანტი ამბობს, რომ სამხედროები სტრატეგიას ახალ, უფრო წერტილოვან მიდგომაში გამოხატავენ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით. ასევე გაგრძელბდება “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთში.
საერთაშორისო წნეხის შედეგად, რომელიც ისრაელის მიერ ღაზაში სამხედრო ოპერაციის შემსუბუქებას მოითხოვდა, ათასობით რეზერვისტს ქვეყანამ უფლება მისცა თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. განცხადება ღაზაში ომის ახალ ფაზაზე, მინისტრმა სწორედ ამ გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გააკეთა.
“ადგილზე, სამხედრო მიღწევების მიხედვით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ომის ახალ მიდგომაზე გადავალთ”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გალანტის ოფისმა გაავრცელა.
მისი თქმით, ახალი ოპერაციები ღაზაში მოიცავს რეიდებს, “ჰამასის” მიწისქვეშა გვირაბების განადაგურებას და როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო შეტევას.
ღაზის სექტორის სამხრეთით, სადაც ღაზის მოსახლეობის 2,3 მილიონი ადამიანიდან, უმეტესობა ცხოვრობს, ახლა კარვები და დროებითი თავშესაფრებია მოწყობილი. ისრაელი ამბობს, რომ ომს “ჰამასის” ლიდერების წინააღმდეგ და ტყვეთა საპოვნელად, გააგრძელებს “იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება”.
ისრაელმა ღაზის სექტორში ომი მას შემდეგ წამოიწყო, რაც “ჰამასი” ისრაელს 7 ოქტომბერს, მუსიკალური ფესტივალის დროს თავს დაესხა. შედეგად მოკლეს 1,200 ადამიანი და გაიტაცეს 240. მათი ნაწილი მოლაპარაკებების შედეგად, ოჯახებს დაუბრუნდა. თუმცა, ნაწილი, კვლავ “ჰამასის” ტყვეობაში რჩება.
ისრაელის მერ, ღაზაში წამომწყებულმა ომმა ამ დროისთვის 22,000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ, პალესტინელი ოფიციალური პირები ავრცელებენ. დაბომბვებისა და სამხედრო შეტევების შედეგად, ღაზის სექტორის უმეტესობა დანგრეულია. ჰუმანიტარული მდგომარეობა კი კრიტიკულ ზღვარზეა მისული. მოსახლეობას უჭირს სუფთა წყლის, საკვებისა და საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება.