ს თავდაცვის მინისტრი – ჩვენ ღაზას სიღრმეში ვართ და მას არასდროს დავტოვებთ

ღაზას არასდროს დავტოვებთ, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ჩვენ ღაზას სიღრმეში ვართ და მას არასდროს დავტოვებთ. მსგავსი რამ არ მოხდება. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
მისი თქმით, ისრაელი ღაზაში ახალი დასახლებების მოწყობას გეგმავს.
„ჩვენ ამას შესაფერის დროს გავაკეთებთ. ჩრდილოეთ ღაზაში ევაკუირებული დასახლებების ადგილას ახალმოსახლეების ჯგუფებს დავასახლებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.