ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ომის შემდეგ ღაზაში უსაფრთხოებას გააკონტროლებს

ომის შემდეგ ღაზაში უსაფრთხოებას გააკონტროლებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„როგორც კი ჩვენ ღაზაში „ჰამასის“ სამხედრო და მმართველ ძალას დავამარცხებთ, ისრაელი ღაზაში უსაფრთხოებას მოქმედების სრული თავისუფლებით გააკონტროლებს, ისევე როგორც იუდეასა და სამარიაში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
მისივე თქმით, ისრაელი 7 ოქტომბრამდე არსებულ რეალობას არ დაუბრუნდება.
„ჩვენ ისრაელის თემებისა და ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ მოქმედებებს არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა