ისრაელის პოლიტიკა ნათელია, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი „ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისრაელი „ჰამასზე“ ზეწოლისთვის იყენებს“.
მისი თქმით, სამომავლოდ ღაზაში ჰუმანატარული დახმარების შეტანის მიზნით სამოქალაქო მექანიზმი უნდა შეიქმნას.
„ამჟამად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას არავინ გეგმავს და ამისთვის არავინ ემზადება. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სამომავლოდ ჰუმანიტარული დახმარებისთვის სამოქალაქო მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელზეც წვდომა „ჰამასს“ არ ექნება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
