ისრაელის თავდაცვის მინისტრი – თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა

თუ ხამენეი ს მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ირანელი დიქტატორი ირანის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც მათ, განსაკუთრებით კი თეირანის მაცხოვრებლებს, ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე კრიმინალური თავდასხმისთვის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა განცხადება გაავრცელა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ირანში მდებარე ბირთულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ.
შეგახსენებთ, 13-14 ივნისს ირანის მიერ ისრაელის წინააღდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა ან განადგურდა.