ისრაელის თავდაცვის მინისტრი – თეირანის ამპარტავანი დიქტატორი მხდალ მკვლელად იქცა – თეირანის მცხოვრებლები ამის ფასს მალე გადაიხდიან

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ირანის მიერ ისრაელზე ღამით განხორციელებულ სარაკეტი დარტყმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამას თეირანის მცხოვრებლებისთვის შედეგები მოჰყვება.
„თეირანის ამპარტავანი დიქტატორი მხდალ მკვლელად იქცა, რომელიც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ სროლებს ახორციელებს, რათა შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელიც მის შესაძლებლობებს ანადგურებს. თეირანის მცხოვრებლები ამის ფასს გადაიხდიან და მალე“, – დაწერა ისრაელ კაცმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ირანმა ღამით ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს