ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ, მოკლულია „ჰეზბოლას“ მეთაურიც, რომელსაც ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა

“ჰეზბოლას” ახალი მეთაური სავარაუდოდ, მოკლულია. შესაბამისი განცხადება ს თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
გალანტის თქმით, ჰეზბოლას ახალი მეთაური, ჰაშემ საფიედდინი, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფების მოკლული ლიდერი ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა, სავარაუდოდ გასულ კვირას ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.
“”ჰეზბოლა” ლიდერის გარეშე ორგანიზაციაა, ნასრალა განადგურებულ იქნა, მისი ჩამნაცვლებელიც სავარაუდოდ, ასევე განადგურებულია. ამას დრამატული ეფექტი აქვს ყველაფერზე, რაც ხდება. არავინაა გადაწყვეტილებების მისაღებად, არავინაა სამოქმედოდ.
ქმედებებს, რომლებსაც ვახორციელებთ, მთლიანად შუა აღმოსავლეთში აკვირდებიან. როდესაც ლიბანში კვალი გაიწმინდება, ირანში გაიაზრებენ, რომ მათ თავისი ყველაზე ძვირფასი აქტივი დაკარგეს, რომელიც “ჰეზბოლაა””, – განაცხადა გალანტმა.