ისრაელის თავდაცვა ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელის თავდაცვის არმიის (“ცაჰალის“) ინფორმაციით, მათი შეიარაღებული ძალები ირანზე შეტევების მიტანას აგრძელებენ.
როგორც „ცაჰალის“ „ტელეგრამის“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისრაელის საჰაერო ძალები ირანში არსებულ სამიზნეებს ბომბავენ. ისრაელის თავდაცვის არმია „ტელეგრამში“ შესაბამის ვიდეო მასალასაც აქვეყნებს.
გარდა ამისა, როგორც „ცაჰალი“ იტყობინება, ისრაელის საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს. ზურგის სარდლობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ორ წლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის პრო რუსმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, რომელმაც შარშან, ივანიშვილის პრეზიდენტად წოდებული ზებრა ჩაიხუტა და სახლშიც დაპატიჟა, გადადგომა გამოაცხადა

ბერდია სიჭინავა – მოვითხოვთ, პარლამენტში მომხდარ დანაშაულზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას – ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა უსამართლოდ ჩაგრულის სახელით, რომელიც განსხვავებული აზრის გამო ან ციხეშია ან ძალადობის მსხვერპლია