ისრაელის თავდასხმას ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ემსხვერპლა. ს თავდაცვის ძალებს აღნიშნულ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზაში იერიში მიიტანეს ორ სკოლაზე, სადაც მათი ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმის მონაწილე ტერორისტები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ამ იერიშს ისმაილ ჰანიეს და და მისი 9 ნათესავიც ემსხვერპლა.
ჰამასის ინფორმაციით, ამ თავდასხმას სულ 10 ადამიანი ემსხვერპლა. ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი ისმაილ ჰანიე ამჟამად კატარში, დოჰაში ცხოვრობს. 2024 წლის დასაწყისში ისმაილ ჰანიეს ერთ-ერთი და, რომელიც ისრაელში ცხოვრობს ჰამასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.