ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზაში იერიში მიიტანეს ორ სკოლაზე, სადაც მათი ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმის მონაწილე ტერორისტები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ამ იერიშს ისმაილ ჰანიეს და და მისი 9 ნათესავიც ემსხვერპლა.
ჰამასის ინფორმაციით, ამ თავდასხმას სულ 10 ადამიანი ემსხვერპლა. ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი ისმაილ ჰანიე ამჟამად კატარში, დოჰაში ცხოვრობს. 2024 წლის დასაწყისში ისმაილ ჰანიეს ერთ-ერთი და, რომელიც ისრაელში ცხოვრობს ჰამასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.