ისრაელის თავდასხმას ლიბანში ალ-ჯამაა ალ-ისლამიას მეთაური ემსხვერპლა

ისრაელის თავდასხმას სამხრეთ ლიბანზე, დასავლეთ ბექაას უბანში სუნიტური ისლამისტური ორგანიზაცია ალ-ჯამაა ალ-ისლამიას ლიდერი მოჰამედ ჯაბარა ემსხვერპლა. ისრაელმა საჰაერო იერიში 18 ივლისის დილას მიიტანა. თავდაპირველად ჯაბარას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ლიბანურმა მედიამ გაავრცელა.
ალ-ჯამაა ალ-ისლამია სუნიტური ისლამისტური მოძრაობაა, რომელიც უფრო ფართო, მუსლიმური საძმოს პოლიტიკური ქსელის ნაწილია. ალ-ჯამაა ალ-ისლამიას აქვს თავისი შეიარაღებული დანაყოფი – ალ-ფაჯრის ძალები, რომელიც შიიტურ ჰეზბოლასთან ერთად სისტემატურად თავს ესხმის ს ტერიტორიას.
როგორც ცნობილია, საჰაერო იერიში, რომელსაც მოჰამედ ჯაბარა ემსხვერპლა, ლიბანი-ისრაელის საზღვრიდან 40 კილომეტრში განხორციელდა.