ისრაელის ელჩი – ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს – სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ

ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი აცხადებს, რომ მზადაა ხვალვე დაასრულოს ომი ღაზის სექტორში იმ შემთხვევაში, თუ ჰამასი განიარაღდება, მძევლებს გამოუშვებს და მისი ლიდერები რეგიონს დატოვებენ.
ელჩის თქმით, ომის დასრულების შემდეგ ისრაელის მიზანს ღაზის სექტორში დარჩენა არ წარმოადგენს, თუმცა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისრაელელების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ინტერვიუში დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ გაერო ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან“ თანამშრომლობს, რადგან ის კონფლიქტის მხარეების შეფასების დროს სუბიექტურია. მისივე თქმით, სამწუხაროდ, გაერო, გამოსავლის ნაწილის ნაცვლად, პრობლემის ნაწილი თავად გახდა.
როგორ აფასებს ისრაელის სახელმწიფო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, როგორია ისრაელის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა ღაზასთან დაკავშირებით და რას პასუხობს საერთაშორისო კრიტიკას ოფიციალური თელ-ავივი – ამ და სხვა თემებზე ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
26 ოქტომბრის ს შემდეგ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. არაერთი ოპოზიციური პარტია და აქტივისტი ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვს. როგორ აფასებს ისრაელის სახელმწიფო საქართველოში არსებულ ვითარებას და რა პოზიცია აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით?
ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების შემდეგ მიმდინარე ვითარებას. საბოლოო ჯამში, ლეგიტიმურობა ხალხისგან მოდის, მხოლოდ ხალხისგან. როგორც მე ვხედავ, ეს არის შიდა პროცესი, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის. ყველა ვხედავთ, თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში. პოლარიზაცია და მწვავე პოლიტიკური დებატები მხოლოდ საქართველოში არ მიმდინარეობს. თითქმის სამი წელია, რაც აქ ვცხოვრობ და გავიცანი ქვეყანა, თუმცა ძირითადად ხალხი და რაც ნამდვილად მსურს, არის ინკლუზიური დიალოგი. რომ მოიძებნოს სივრცე საზოგადოების ყველა სხვადასხვა ნაწილისთვის, რათა მათ შეძლონ ინკლუზიური საუბარი, რომ იპოვოს საქართველომ ოპტიმალური გზა წინსვლისთვის ამ შექმნილი ვითარებიდან.
ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოს მმართველ პარტიასა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის ელჩებს შორის დაძაბულობა გაიზარდა. საქართველოს მთავრობა ხშირად ელჩების კომენტარებსა და ქმედებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვამს. როგორც დიპლომატი, როგორ აფასებთ საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩართულობას ამჟამინდელ პროცესებში? თქვენი აზრით, რა საზღვრები უნდა დაიცვან როგორც უცხოელმა დიპლომატებმა, ასევე მასპინძელი ქვეყნების მთავრობებმა კონსტრუქციული და პატივისცემით სავსე ურთიერთობების შესანარჩუნებლად?
ამ საკითხთან დაკავშირებით ორ რამეს ვიტყვი. პირველი, როდესაც ჩვენ ქვეყანაში დიპლომატის, ელჩის რანგშივმსახურობთ, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს ნებას წარმოვადგენთ. ჩვენ მთავრობისგან ვიღებთ მითითებებს, ჩვენ მათ წარმოვადგენთ. მე ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკას წარმოვადგენ. რასაც ჩვენ, როგორც დიპლომატები, ვამბობთ, არ არის ჩვენი პირადი სურვილი და ეს არის ის, რაც უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ეხება. ასევე ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში, საქმე თითოეულ ქვეყანას და მის საკუთარ პოლიტიკას ეხება. საბოლოო ჯამში, ეს არის ურთიერთობა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოებს, ხალხს შორის მრავალი წლის განმავლობაში არსებობს. კონკრეტულ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ჩემი საქმე არ არის ელჩების ან ხელისუფლებისმიმართულებით კომენტარების გაკეთება.
ჩემი შემდეგი კითხვები ისრაელსა და მიმდინარე ომს ეხება. ღაზას სექტორი კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ რეგიონად რჩება. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც 1200-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა და დაახლოებით 250 მძევალი გაიტაცეს, კონფლიქტი დამანგრეველ ომში გადაიზარდა. როგორია ისრაელის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა ღაზასთან დაკავშირებით სამხედრო ოპერაციების დასრულების შემდეგ?
ომი დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს ორივე მხარისთვის ძალიან რთულია. ორივე მხარეს ვხედავთ ტანჯვას და დანაკარგებს და როგორც სწორად აღნიშნეთ, ეს ომი დაიწყო „ჰამასის“მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ თითქმის წელიწადნახევრის წინ განხორციელებული საშინელი თავდასხმის გამო. რა არის ისრაელის სტრატეგია? სტრატეგია არის, რომ„ჰამასმა“ვეღარ გააკონტროლოსღაზას სექტორი, რადგან ეს მხოლოდ იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს. ჩვენის მხრიდანეს ომი შეიძლება ხვალვედასრულდეს. „ჰამასმა“მძევლები უნდა გაათავისუფლოს. 58 მძევალი ჯერ კიდევ იქ არის. 28 მაისს შესრულდა 600 დღე, მას შემდეგ, რაც მაგალითად ალონ ოჰელი, რომელიც 24 წლისაა, ტყვეობაში რჩება. ჩვენ ვიცით, რომ ის მიწისქვეშ კედელზეა მიჯაჭვული სამედიცინო დახმარების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ დაშავებულია. მას დაზიანებები 2023 წლის 7 ოქტომბრიდან აქვს. ის ექვსასი დღეა სამედიცინო დახმარების გარეშე, საკმარისი საკვების, წყლის, დღის სინათლის გარეშე. ის კედელზეა მიჯაჭვული, როგორც ცხოველი. ასე ცხოველებსაც კი არ უნდა მოეპყრონ. თუ „ჰამასი“განიარაღდება და გამოუშვებს მძევლებს, ომი ხვალვე შეიძლებადასრულდეს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენსა და „ჰამასს“შორის არსებული პირადი საქმე. ეს ყველაფერზე მოქმედებს და მომავალი უნდა იყოს ისეთი, სადაც „ჰამასის“ადგილი არ იქნება. „ჰამასი“მძევლებს ეუბნებოდა, რომ ისრაელის სახელმწიფო აღარ იარსებებს. მათ თქვეს, რომ არ გაჩერდებიან ისრაელის სახელმწიფოს სრულ განადგურებამდე. ისინი აგრესორები არიან, მაგრამ შემდეგ მსხვერპლის როლს ასრულებენ, რათა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრონ. თუ უკეთესი მომავალი გვინდა, გვჭირდება, რომ „ჰამასი“არ იყოს მისი ნაწილი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ღაზა სრულად უნდა იყოს დემილიტარიზებული და „ჰამასმა“ უნდა დათმოს ძალაუფლება. მისი თქმით, ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი კონტროლი ტერიტორიაზე, ტრამპის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის შესაბამისად. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ღაზის მთელი ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ მოექცევა და „ჰამასი“ სრულად დამარცხდება. „ჩვენ მზად ვართ დავასრულოთ ომი მკაფიო პირობებით, რაც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას – ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში, „ჰამასი“ დაყრის იარაღს, გადადგება ხელისუფლებიდან, მისი ხელმძღვანელობა დატოვების ღაზის სექტორს“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ… თქვენი აზრით, რამდენად რეალისტური და მიღწევადია ეს მიზნები?
ჩვენ არ ვსაუბრობთ ისრაელის მიერ ღაზას სრულ კონტროლზე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად თქვა ეს. ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ჩვენ აღარ შეგვიძლია ისევ იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, რომელშიც ვიყავით. ეს ნიშნავს, რომ თუ შევიტყვეთსაფრთხის შესახებ, უნდა გვქონდეს ამ საფრთხის აღკვეთის შესაძლებლობა,მაგრამ საქმე მთელი ღაზის კონტროლს არ ეხება. როგორც ვთქვი,ჩვერ გავაგრძელებთ ჩვეულებრივცხოვრებასამ ფანატიკური, რადიკალური, მკვლელი ტერორისტული ორგანიზაციის გვერდით,ესაღარ მოხდება. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. არავინ მოისურვებს ცხოვრების გაგრძელებას, როდესაც იცი, რომ შენგან რამდენიმე კილომეტრში გყავს ადამიანები, რომლებსაც აქვთ განზრახვა, ნება და ასევე, სამწუხაროდ, შეიარაღება, რომ დაგვაზიანოს. როდესაც ვსაუბრობთ ღაზის მომავალზე, ჩვენ ვსაუბრობთ დერადიკალიზაციის საფუძვლიან პროცესზე. ის უნდა იყოს დემილიტარიზებული და უნდა გაიაროს დერადიკალიზაციის პროცესი. აღარ შეიძლება ვუყუროთ, თუ როგორ ხდება წაქეზება, ბავშვების ტვინის არევა, რათა მათ, ისრაელელი მეზობლები შეიძულონ და ამ საკითხზეც საჭიროა მუშაობა.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ „ჰამასი“ სრულად დამარცხდება და აღარ არსებობს. ფიქრობთ, რომ ისრაელის შეირაღებული ძალები ღაზის ტერიტორიაზე უნდა დარჩნენ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია გაქრება?
ვფიქრობ, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ვფიქრობ, რეგიონში სულ უფრო მეტად ყალიბდება იმის გააზრება, რომ ღაზის პრობლემა არ არის მხოლოდ ისრაელის გადასაჭრელი პრობლემა, რომ ის უნდა გადაწყდეს სხვა მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ერთად, რომლებიც ამ პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი. ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება სწრაფი პროცესი. საბოლოო ჯამში, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩვენ იქ დარჩენა არ გვინდა, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნვეყოფილია, რადგან უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ვალდებულებაა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოება.
ბევრი ისტორიაა, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე გსმენიათ. „ჰამასის“ ყოფილი მძევალი, გადი მოსე რამდენიმე დღის წინ თბილისს ეწვია. მან ბევრი მეგობარი დაკარგა. მათ შორის იყო მისი ერთ-ერთი ახლო მეგობარი, ოდედ ლიფშიცი, რომელიც მთელი ცხოვრება ძალიან ძლიერი მშვიდობის აქტივისტი იყო და ბოლო ათწლეულის განმავლობაში იღებდა სიმსივნით დაავადებულ პალესტინელებს და ისრაელის საავადმყოფოებში მიჰყავდა, ხშირად კი მკურნალობის საფასურის გადახდასაც კი იხდიდა. ის მოკლეს. მოკლეს ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება თანაარსებობას მიუძღვნა. ამის გამეორება აღარ შეგვიძლია.
2025 წლის მარტში დაწესებული ბლოკადის შემდეგ საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და თავშესაფრის მწვავე დეფიციტის გამო ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მსოფლიო სასურსათო პროგრამის (The World Food Programme) ცნობით, აპრილის ბოლოსთვის ღაზაში მისი საკვების მარაგი ამოწურული იყო. UNICEF-ის ინფორმაციით, ღაზაში მყოფ თითქმის ყველა ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება, დაახლოებით 66 000 კი ნუტრიციების მძიმე უკმარისობით იტანჯება. გაერთიანებულმა ერებმა მოუწოდა ისრაელს, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მოსახლეობის მწვავე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ისრაელის ბრძოლას ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანის სიკვდილითა და 2 მილიონზე მეტი ადამიანის ტანჯვა მოჰყვა. რამდენად არსებობდა ალტერნატიული გზა, რომლის გამოყენებაც ისრაელს შეეძლო „ჰამასის“ საფრთხის გასანეიტრალებლად მშვიდობიანი მოსახლეობის ასეთი ფართომასშტაბიანი ტანჯვის გამოწვევის გარეშე?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. დიახ, ეს ძალიან ხანგრძლივი ომია და ორივე მხრიდან იტანჯება. არის თუ არა [რესურსების] დეფიციტი ღაზაში? დიახ. იყო თუ არა შიმშილობა? – პასუხია – არა. ისრაელი ძალიან, ძალიან ყურადღებით აკვირდება ღაზაში არსებულ სიტუაციას და როდესაც დავინახეთ, რომ დეფიციტი უფრო მწვავდება, ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდეთ. უპირველეს ყოვლისა, როდესაც ბოლო ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა იანვრიდან მარტამდე, ღაზაში თითქმის ნახევარი მილიონი ტონა ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. აქ ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ „ჰამასი“დაეპატრონა ამ ჰუმანიტარული დახმარების დიდ ნაწილს ან უმეტესობას, ახალი ტერორისტების დასაქირავებლად და იარაღის შესაძენადაც კი იყენებს მას. ამავდროულად ჩვენ გვყავს მძევლები. გვჭირდება მათი გათავისუფლება. გვჭირდება „ჰამასის“დასუსტება,მაგრამ როდესაც ვცდილობთ ღაზის მოსახლეობის დახმარებას, „ჰამასი“ამას იყენებს. ჩვენ სრულად ვიცავთ საერთაშორისო სამართალს, მაგრამ კანონში არსად არ არის ნათქვამი, რომ თქვენ უნდა დაეხმაროთ თქვენს მტერს. ამ კვირაში ღაზას ჰუმანიტარულმაფონდმა(Gaza Humanitarian Foundation (GHF)), რომელიც ამერიკული კომპანიაა, გახსნა ოთხი ცენტრი, სადაც ისინი მოსახლეობას საკვებს ურიგებენ. მათ უკვე დაურიგეს მილიონ-ნახევარი [პორცია] საკვები ღაზას მოსახლეობას. ასევე ვხედავთ, რომ „ჰამასი“ცდილობს ხელი შეუშალოს მათ ამ ცენტრებამდე მიღწევაში.
28 მაისს ვნახეთ, როგორ შევიდა ღაზას მოსახლეობა „ჰამასის“ საწყობში, რომელიც საკვებით იყო სავსე და როგორ ესვრის „ჰამასი“ მათ, რათა ამ ადამიანებმა არ მიიღონ „ჰამასის“ მიერ იქამდე შენახული საკვები. ეს უკავშირდება ყველა იმ ციტატას, რომელიც თქვენ გსმენიათ გაეროს სხვადასხვა სააგენტოს ხელმძღვანელებისგან. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“. სხვა სიტყვა არ არსებობს. მათ ეშინიათ, რომ მონოპოლიას დაკარგავენ [ადგილზე, ჰუმანიტრული დახმარების კუთხით ოპერირებაზე]. არ მსმენია გაეროს მიერ გაკეთებული განცხადება „ჰამასის“ მიერ საკუთარი ხალხის დახვრეტის ან დახმარების მოპარვასთან დაკავშირებით. სრული სიჩუმეა. მე მინახავს გაეროს ზოგიერთი სააგენტოს უგუნური განცხადება, რომ ისინი ციტირებენ „ჰამასის“ პროპაგანდას და შემდეგ ზოგჯერ უკან მიაქვთ ეგ სიტყვები, მაგრამ ეს ძალიან ჩუმად ხდება. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ დახმარება ღაზას მოსახლეობამდე მივიდეს და არა „ჰამასამდე“. სამწუხაროდ, გაერო, გამოსავალის ნაწილის ნაცვლად, პრობლემის ნაწილი გახდა.
თქვენ თქვით, რომ გაერო „ჰამასთან“ თანამშრომლობს. შეგიძლიათ უფრო მკაფიოდ განარტოთ, რას გულისმხობთ. თქვენ ასევე ისაუბრეთ ჰუმანიტარულ კრიზისზე, მაგრამ რაც შეეხება მსხვერპლს, შესაძლებელი იყო თუ არა მისი მინიმიმუმადე შემცირება?
დავიწყებ გაეროთი. UNRWA (ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო) არის სააგენტო, დახმარებისა და სამუშაო სააგენტო. ის „ჰამასის“ ტერორისტებმა დაიკავეს. მრავალი წლის განმავლობაში, 7 ოქტომბრამდეც კი, ჩვენ ვუგზავნიდით ინფორმაციას UNRWA-ს ხელმძღვანელებს, რომელიც აჩვენებს „ჰამასის“ შეღწევის დონეს ამ სააგენტოში და მათ არაფერი გაუკეთებიათ. ჩვენ ვნახეთ UNRWA-ს თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ და დანაშაულს სჩადიოდნენ 7 ოქტომბერს. ჩვენ ვნახეთ ისრაელელების გატაცება გაეროს მანქანებით 7 ოქტომბერს. OCHA-ს (გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისი) კოორდინაციის ხელმძღვანელმა, უკვე 8 ოქტომბერს დაწერა Twitter-ზე, რომ ისრაელმა უნდა აიცილოს ესკალაცია.
ახლა კი ვუპასუხებ თქვენს მეორე კითხვას. ეს არის ომი. ეს არის ომი, რომლის დროსაც მეორე მხარე განზრახ იმალება თავისი მშვიდობიანი მოქალაქეების უკან. ყოველი სიკვდილი ტრაგედიაა. ყოველი ბავშვი, რომელიც სიცოცხლეს კარგავს, ტრაგედიაა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე, მაგრამ „ჰამასი“ კიდევ უფრო გადაჭარბებით წარმოაჩენს. „ჰამასი“ საავადმყოფოებისა და სკოლების სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებად გადაქცევას ირჩევს და იქიდან რაკეტებს უშვებს. თუ სხვა, დასავლელ შეიარაღებული ძალების მეთაურებს მოვუსმენთ – ისრაელი ძალიან ზუსტად იბრძვის, სიტუაციის გათვალისწინებით, და იქ განსხვავებული ისტორია და ციფრებია, ვიდრე ის, რის გავრცელებასაც ჰამასი, ტერორისტული ორგანიზაცია, ცდილობს.
ისრაელის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ღაზის სექტორში 50-ზე მეტი მძევალი კვლავ რჩება ტყვეობაში. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რა ნაბიჯებს დგამს ამჟამად ისრაელი მათი გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად?
ისრაელი ჩართულია იმაში, რასაც ჩვენ ვიტკოფის შეხვედრას ვუწოდებთ. სტივ ვიტკოფი, ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლები გაათავისუფლონ. ჩვენ სრულად ვართ ამ შეხვედრების ერთგული. ეს ყოველდღიურად ხდება. ჩვენ გვყავს მოლაპარაკების გუნდი; ჩვენ გვყავს ისრაელის ხელმძღვანელობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს მძევლის დასაბრუნებლად. გამოწვევა მეორე მხარესაა. მეორე მხარეს ჩვენ გვყავს რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია და სწორედ ეს ართულებს ამას.
გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ისინი ცოცხლები არიან?
დიახ, ჩვენ ვიცით ყოფილი მძევლებისგან მიღებული ინფორმაციის წყალობით. 7 ოქტომბერს გატაცებული 58 ადამიანიდან ზოგიერთი მოკლულია და „ჰამასი“მათ ცხედრებს ინახავს. თუმცა, 20-ზე მეტი ცოცხალია და ეს ვიცით გათავისუფლებულებისგან, რადგან გვყავს ადამიანები, რომლებიც მარტში დაბრუნდნენ და ბევრი მათგანი სხვა მძევლებთან ერთად იყო. ასევე ვრცელდება საშინელი ვიდეოები, რომლებსაც „ჰამასი“დროდადრო ავრცელებს მძევლების შესახებ. ვიცით მათი მდგომარეობის შესახებ.
ისრაელის დამოუკიდებლობის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, გადი მოსემ – ყოფილმა მძევალმა, რომელიც „ჰამასის“ მიერ 482 დღის განმავლობაში იყო ტყვეობაში, ისაუბრა თავის გამოცდილებაზე და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ყველაფერი გააკეთონ ტყვეობაში მყოფი პირების გასათავისუფლებლად. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ცერემონიაზე მის მიერ გაკეთებული მთავარი გზავნილები?
გადი მოზესიაქ იმყოფებოდა. გადი მოზესიჩვენთვის ძალიან პირადული ისტორიაა, საქართველოსთან მისი განსაკუთრებული კავშირის გამო. გასულ წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მას მიეძღვნა, როდესაც ის ჯერ კიდევ მძევალი იყო, ეს იყო ლოცვა, მისი საქართველოში ჩამოსვლის ხილვაზე. გადი ძალიან მებრძოლი კაცია. ის 81 წლის კაცია, რომელიც ისრაელის მიწაზე და ასევე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მუშაობდა. ის ძლიერი, მტკიცე ფერმერია, ის მიწასთან არის დაკავშირებული. ასე რომ, გადი ერთგულია თავისი თემის აღდგენისა და განახლებისა, რომელიც 7 ოქტომბერს ყველაზე საშინელი გზით დაზარალდა და ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ეს აღარ განმეორდეს. მე მჯერა ადამიანობისდა ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს აღარ განმეორდეს.
„ჰამასის“ ყოფილი მძევლები ყველგან ხვდებიან მსოფლიო ლიდერებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს. აქ, საქართველოშიც, ჩვენ ვითხოვეთ ასეთი შეხვედრა. თუმცა, როგორც ჩანს, განრიგთან დაკავშირებული სირთულეები იყო. შეხვედრა შედგა სოფლის მეურნეობის მინისტრთან. ეს იყო ძალიან კარგი და თბილი შეხვედრა და ეს ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ გადის ინვესტიციას სოფლის მეურნეობაში. ჩვენთვის მძევლები ჰუმანიტარული საკითხია. ეს წმინდა ჰუმანიტარული საკითხია. საქმე ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, არ უნდა დაეთანხმოთ იმას, რომ ადამიანები გაიტაცონ სახლებიდან და ამდენი დღის განმავლობაში გაუჩინარდნენ სიცოცხლის ნიშნის ან რაიმე ძირითადი დახმარების გარეშე.
ბოლო თვეების განმავლობაში პარტნიორების მხრიდან ისრაელის სამხედრო ოპერაციების კრიტიკა სულ უფრო მზარდია. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა და საერთაშორისო საზოგადოებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა. ცოტა ხნის წინ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ გამოაქვეყნეს დეკლარაცია, რომლითაც მოითხოვენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის მთავრობამ შეწყვიტოს სამხედრო კამპანია ღაზას მოსახლეობის წინააღმდეგ და მოხსნას რამდენიმეთვიანი საკვებისა და სამედიცინო ბლოკადა, რომელიც ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი შიმშილით იმუქრება. სამი ქვეყანა თელ-ავივს „კონკრეტული ზომებით“ დაემუქრა, თუ ის მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. „ჩვენ ვესაუბრებით ისრაელს და გვინდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ მთელი სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერება“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ. როგორ დაახასიათებდით ისრაელის ამჟამინდელ დიპლომატიურ ურთიერთობებს მის მთავარ დასავლელ პარტნიორებთან? რამდენად იმოქმედა თუ არა ამ ყველაფერმა ისრაელის საერთაშორისო იმიჯსა და სანდოობაზე?
ჩვენ მთელ მსოფლიოში ჩვენს ბევრ მეგობართან ძალიან მჭიდრო და პირადი დიალოგი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, უნდა განასხვაოთ, საიდან მოდის კრიტიკული განცხადება, რადგან თუ ის მოდის იმ ადგილიდან, რომელიც თავიდანვე არ უჭერდა მხარს ისრაელის უფლებას, დაებრუნებინა ჩვენი ხალხი,მაშინ ეს სხვა საკითხიადა თუ ეს სხვა პარტნიორისგანმოდის – სხვა საკითხია. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვუსმენთ მათ. ჩვენ გვაქვს ეს ურთიერთობა და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ვუსმენთ, ჩვენ ვსაუბრობთ. არის საკითხები, რომლებზეც შეიძლება არ ვეთანხმებით. საბოლოო ჯამში, შეიძლება ავირჩიოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები, თუნდაც ურთიერთობის გარკვეული დეგრადაციის, დროებითი დეგრადაციის ფასად.
მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ღია არხი, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მუდმივად ესაუბრებოდეს თავის კოლეგებს, ასევე პრემიერ-მინისტრს. საუბრები მიმდინარეობს. მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი შეშფოთება და წუხილი, ჩვენ კი გადავცემთ, თუ სად ვართ და როგორ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა მოგვარდეს. ყველას სურს ტანჯვის დასრულება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ისე დასრულდეს, რომ აღარ განმეორდეს . ჩვენ ამ ომს ძალიან ზუსტად და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ვაწარმოებთ.
2024 წლის 21 ნოემბერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიმართ, ღაზას კონფლიქტთან დაკავშირებული სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მოტივით დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა Amnesty International და Human Rights Watch, ისრაელი სერიოზულ დარღვევებში დაადანაშაულეს. როგორია ისრაელის ოფიციალური პასუხი ამ ბრალდებებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე?
ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიული, ლიბერალური ქვეყნის – ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ ორი დაპატიმრების ორდერი არსებობს, მაშინ, როცა „ჰამასის“ წინააღმდეგ არცერთი ასეთი ორდერი არ არსებობს. რაც შეეხება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ჩვენ არა მხოლოდ უარვყავითბრალდება, არამედ მათი იურისდიქციაც. დაახლოებით ერთი თვის წინ სააპელაციო კომიტეტის წევრებმა საქმე ნაფიც მსაჯულებს დაუბრუნეს და უთხრეს, რომ იურისდიქცია უნდა გამოიკვლიონ. ჩვენ არ ვართ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრები; ჩვენ არ ვართ რომის ხელშეკრულების მხარე. იყო მრავალი ინფორმაცია სხვადასხვა ფიგურის მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ორდერების გაცემის გადაწყვეტილებაში. ჩვენ გვჯერა, რომ აქ ვხედავთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პოლიტიზებას და სრულად უარვყოფთ მას.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ. Amnesty International-ის ისრაელის ფილიალმა დატოვა ორგანიზაცია, რადგან მათი თქმით, იქ ისრაელის უფლებები არ არის დაცული. ეს ნიშნავს, რომ Amnesty-ის თვალთახედვით, ადამიანის უფლებები მხოლოდ მაშინაა ადამიანის უფლებები, თუ ის პალესტინელთა უფლებებს ეხება. სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თუ გსურთ იყოთ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია და ირჩევთ ისრაელის მხარის იგნორირებას, რადგან ეს თქვენს დღის წესრიგს, რომ მხოლოდ პალესტინელები იტანჯებიან, არ ემსახურება – თქვენ კარგავთ ნდობას და შემდეგ კარგავთ საუბრის წარმოების ნებისმიერ საშუალებას და რეალურად ნებისმიერ გავლენას.
ბოლოს მინდა გკითხოთ რუსეთ-უკრაინის ომზეც. ისრაელმა შედარებით ფრთხილი პოზიცია შეინარჩუნა ს მიერ ში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. როგორ აფასებთ კონფლიქტის ამჟამინდელ სტატუსს და რა შეხედულებები აქვს ისრაელს რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე?
ომის დაწყებიდან მოყოლებული, ჩვენ უამრავი ჰუმანიტარული დახმარება გავწიეთ უკრაინაში, ისრაელში, უკრაინის დასახმარებლად და მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით ამერიკის შუამავლობის ძალისხმევას. ჩვენ გულწრფელად გვსურს მათი წარმატება, გამოსავალი, რომელიც ამ ომის დასრულებას გამოიწვევს.
ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას ჰუმანიტარული გზით. დასაწყისში დიდი დახმარება გავუწიეთ, იქნება ეს ტექნიკური აღჭურვა, იქნება ეს ჰუმანიტარული აღჭურვილობა თუ მხარდაჭერა. ჩვენ ჩავატარეთ უამრავი ტრენინგი ფსიქოლოგიური და პირველადი დახმარების მუშაკებისთვის, რათა გამკლავებოდნენ ტრავმასთან დაკავშირებულ პროცესს, მაგრამ გარკვეულ მომენტში ჩვენი ყურადღება იმ ომზეა გადართული, რომელსაც ვაწარმოებთ. რუსეთზე რომ ვსაუბრობდეთ, ჩვენ არ გაგვიწყვეტია კავშირები რუსეთთან. ეს ჩვენი პოლიტიკა არ არის. ეს არ არის ის, რისიც ჩვენ გვჯერა. და ჩვენ სრულად ვემორჩილებით, რა თქმა უნდა, დასავლეთის სანქციებს. და ჩვენ გვჯერა, რომ მაშინაც კი, როდესაც კრიტიკული დიალოგი მიმდინარეობს, გამოსავლის მოსაძებნად დიალოგი აუცილებელია. ეს, როგორც წესი, ჩვენი მიდგომაა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ბექა ბერიაშვილი
“ინტერპრესნიუსი”