ს ელჩი – რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება – არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, სანამ ყველა არ დაბრუნდება

რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოში ს ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.
“რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა რომ დაბრუნდით.
როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს – ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.
ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით – სანამ ყველა არ დაბრუნდება”, – წერს ელჩი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, დღეს „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ისრაელის ინფორმაციით, სამი მძევალი უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?