ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ს დელეგაციას „მოსადის” დირექტორი, დავიდ ბორნეა ხელმძღვანელობს. გამოცემა არ აკონკრეტებს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კიდევ რა დელეგაციები იქნებიან, თუმცა ამერიკული CNN-ის ცნობით, ეგვიპტეში თავისი მომლაპარაკებლების გაგზავნას -იც დათანხმდა, რომელიც შუამავლის როლში ასრულებს. წყაროების ცნობით, ამერიკულ დელეგაციას CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, კონფლიქტის მხარეები – ისრაელი და ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასი” მონაწილეობენ, ისევე როგორც შუამავლები: აშშ, ეგვიპტე და კატარი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge