ისრაელის საჰაერო დარტყმებს ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაალბეკის სამოქალაქო დაცვის ცენტრში ემსხვერპლა, სულ მცირე, 12 ლიბანელი მაშველი – იუწყებიან ჯანდაცვის და დახმარების მუშაკები. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, სირიის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშებს დედაქალაქსა და მის გარშემო შეეწირა, სულ მცირე, 15 ადამიანი.
ლიბანის გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები 14 ნოემბერს, საღამოს, დანგრეული ნაგებობის ქვეშ დარჩენილი თავიანთი კოლეგების გადასარჩენად ნანგრევებს თხრიდნენ – აღნიშნავს ჯგუფი განცხადებაში. დაჭრილია სამოქალაქო დაცვის ცენტრის, სულ მცირე, სამი თანამშრომელი.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაგმო “ბარბაროსული თავდასხმა ლიბანის სახელმწიფო ჯანდაცვის ცენტრზე”. ისრაელის არმიას ამ საკითხზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
მანამდე ისრაელმა, სულ მცირე, ორი საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიაში, დამასკსა და მის შემოგარენში, რასაც ემსხვერპლა, სულ მცირე, 15 ადამიანი, დაიჭრა კიდევ 16 პირი – აცხადებს სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.