ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ხან-იუნისს ალყაში აქცევს და სახმელეთო ოპერაციის „მესამე ფაზას“ აანონსებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ხან-იუნისს ალყაში აქცევს და სახმელეთო ოპერაციის „მესამე ფაზას“ აანონსებს. ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ჰერზი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცნობისთვის, ქალაქი ხან-იუნისი ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქია და სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
„ომის დაწყებიდან 60 დღის შემდეგ, ჩვენი ძალები სამხრეთ ღაზაში ხან-იუნისს ალყაში აქცევენ. ამავდროულად, სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიღწევების გაღრმავებაზე ვმუშაობთ. ყველა, ვინც ფიქრობდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა არ იცოდა ზავის შემდეგ ბრძოლა როგორ გაეგრძელებინა, ცდებოდა. „ჰამასი“ ამას კარგად გრძნობს“, – განაცხადა ჰალევიმ.
მან აღნიშნა, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციის „მესამე ფაზაზე“ გადადის.
„ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ბევრი გამაგრებული პუნქტი დავიკავეთ და ახლა სამხრეთში მისი გრავიტაციის ცენტრების წინააღმდეგ ვმუშაობთ.
ბევრს გვეკითხებიან ღაზაში ნგრევის შესახებ. „ჰამასია“ ადრესატი, [„ჰამასის“ ლიდერი] სინვარია ადრესატი. ჩვენი ძალები თითქმის ყველა სახლში პოულობენ იარაღს, ტერორისტებს. გვესმის, რომ მათი მოქმედების ფორმის ნაწილია სახლებში იარაღის დატოვება, ტერორისტი სახლში მიდის სამოქალაქო ტანსაცმლით, და იქიდან იბრძვის“, – განაცხადა ჰალევიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც