ისრაელის გენშტაბის უფროსი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს შეხვდა

ისრაელის გენშტაბის უფროსი -ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ და აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, მაიკლ კურილამ უსაფრთხოების სტრატეგიული საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
გენერალი მაიკლ კურილა ახლო აღმოსავლეთში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე ისრაელში დღეს ჩავიდა.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს