ისრაელის გენშტაბის უფროსი -ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს შეხვდა

ისრაელის გენშტაბის უფროსი -ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ და აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, მაიკლ კურილამ უსაფრთხოების სტრატეგიული საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
გენერალი მაიკლ კურილა ახლო აღმოსავლეთში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე ისრაელში დღეს ჩავიდა.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)