ისრაელის გენერალური პროკურორი: არმიაში რელიგიური სკოლების სამი ათასი სტუდენტიც უნდა გაიწვიონ

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ამ ქვეყნის არმიას მოსთხოვა, რომ დაუყოვნებლივ იქნენ გაწვეული სამხედრო სამსახურში რელიგიური სასწავლებლების – იეშივას სტუდენტები.
გალი ბაჰარავ-მიარამ, როგორც ს მედია იტყობინება, განაცხადა, რომ ეს იყო თავდაპირველი რიცხვი, რომელიც არც არმიის საჭიროებას ასახავდა და არც დატვირთვას ანაწილებდა თანაბრად. მან არმიას დაავალა, ამ მოცულობის გაზრდის გეგმა შეიმუშაოს.
პროკურორის განკარგულება მოჰყვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ისრაელის ულტრაორდოქსმა ებრაელმა მოქალაქეებმაც უნდა იმსახურონ არმიაში.
მათი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების წესის ვადა, რომელიც ათწლეულების მანძილზე მოქმედებდა, აპრილში ამოიწურა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი კოალიციური მთავრობა ეყრდნობა მკაცრად რელიგიურ პარტნიორებს,“ რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ მათი თემის წევრი ახალგაზრდა კაცების სამხედრო სამსახურში გაწვევას.

ასევე დაგაინტერესებთ