ისრაელის გენერალური პროკურორი: არმიაში რელიგიური სკოლების სამი ათასი სტუდენტიც უნდა გაიწვიონ

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ამ ქვეყნის არმიას მოსთხოვა, რომ დაუყოვნებლივ იქნენ გაწვეული სამხედრო სამსახურში რელიგიური სასწავლებლების – იეშივას სტუდენტები.
გალი ბაჰარავ-მიარამ, როგორც ისრაელის მედია იტყობინება, განაცხადა, რომ ეს იყო თავდაპირველი რიცხვი, რომელიც არც არმიის საჭიროებას ასახავდა და არც დატვირთვას ანაწილებდა თანაბრად. მან არმიას დაავალა, ამ მოცულობის გაზრდის გეგმა შეიმუშაოს.
პროკურორის განკარგულება მოჰყვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ისრაელის ულტრაორდოქსმა ებრაელმა მოქალაქეებმაც უნდა იმსახურონ არმიაში.
მათი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების წესის ვადა, რომელიც ათწლეულების მანძილზე მოქმედებდა, აპრილში ამოიწურა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი კოალიციური მთავრობა ეყრდნობა მკაცრად რელიგიურ პარტნიორებს,“ რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ მათი თემის წევრი ახალგაზრდა კაცების სამხედრო სამსახურში გაწვევას.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან