ისრაელის განცხადებით, რაფაჰიდან 1.4 მილიონი დევნილის ჰუმანიტარულ ანკლავებში გადაყვანას გეგმავს

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ რაფაჰიდან, იქ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის ფონზე, 1.4 მილიონი იძულებით გადაადგილებული პალესტინელის „ჰუმანიტარულ ანკლავებში“ გადაყვანას გეგმავს, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისი თქმით, რაფაჰში შეტევა არის ის, რაც ისრაელმა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამ შეტევის დრო დამოკიდებულია პირობებზე, რომლებიც ამ შეტევის საშუალებას იძლევა.
„რა პირობებია? უნდა დავრწმუნდეთ, რომ 1.4 მილიონი ადამიანი გადავა ჰუმანიტარულ ანკლავებში, რომლებსაც ჩვენ შევქმნით საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. ისინი უზრუნველყოფენ მათ დროებით საცხოვრებელს, საკვებს, წყალს, საველე ჰოსპიტლებს. ვაძლიერებთ მზადყოფნას. დროის ხსენება არ მინდა. ეს იქნება საუკეთესო დრო ისრაელისთვის“, – განაცხადა ჰაგარიმ.
ცნობისთვის, ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან და ცენტრალური ნაწილიდან საომარი მოქმედებების გამო გაქცეული ადამიანები, ანკლავის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ამჟამად თავს სწორედ რაფაჰს აფარებს.

ასევე დაგაინტერესებთ